ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

თბილისის    ე. მიქელაძის     სახელობის     ცენტრალურმა   სამუსიკო  სასწავლებელმა

და ვ.სარაჯიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  კონსერვატორიის    კამერული ანსამბლისა  და კვარტეტის    მიმართულებამ

2015 წლის 1-4 მარტს ჩაატარეს

 კამერული ანსამბლების  მეორე  ეროვნულ  კონკურსი 

  • კონკურსი  ჩატარდა   ორ  ასაკობრივ  კატეგორიაში:

            I   კატეგორია  15 – დან   18   წლამდე

            II კატეგორია   19– დან     35  წლამდე  

შენიშვნა:  

ანსამბლის მონაწილეთა ასაკობრივი  ჯამი არ უნდა  აღემატებოდეს  კატეგორიით განსაზღვრული ასაკის   მაქსიმალურ   ზღვარს. 

მაგალითად:   I კატეგორიაში  მონაწილეთა ჯამური ასაკი  –  დუეტში-36 წელი;  ტრიოში- 54 წელი;  კვარტეტში- 72 წელი,  და   ა. შ.  

კონკურსის პირობები:  

  • კონკურსში  მონაწილეობის  მიღება შეუძლია ნებისმიერ  მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს (ფორტეპიანო, სიმებიანი,  ჩასაბერი,  დასარტყამი ინსტრუმენტები, გიტარა).
  • საკონკურსი პროგრამა  შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს  ნებისმიერ  ჟანრში  – დუეტი, ტრიო, სიმებიანი კვარტეტი,  კვინტეტი,  საფორტეპიანო  კვარტეტი   და  ა.შ.
  • კონკურსი  ჩატარდება 1  ტურად, კონსერვატორიის  მცირე  დარბაზში

                                          საკონკურსო   პროგრამა

  • I  ასაკობრივი  კატეგორიის (15– დან  18 – წლამდე)  კონკურსანტებისათვის:                                                                                   ნებისმიერი სტილისა და ეპოქის  2  ნაწარმოები. სასურველია ერთ–ერთი იყოს კამერული სონატა  (შესაძლებელია  შესრულდეს  სონატის  ნაწილები), მეორე   ნაწარმოები  კი განვითარებული საფორტეპიანო   პარტიით.

პროგრამის  ხანგრძლიობა 15 – 20 წთ.

  • II  კატეგორია  ( 19– დან     35 –  წლამდე)  კონკურსანტებისთვის:

 განსხვავებული სტილისა და ეპოქის ორი ნაწარმოები.

იმ შემთხვევაში,  თუ ერთ–ერთი  ნაწარმოები განეკუთვნება   XX საუკუნის  მეორე ნახევრის პერიოდს ,  შესაძლებელია  ეს  იყოს  საკონცერტო  პიესა  ფორტეპიანოს  აქტიური  მონაწილეობით.

             პროგრამის ხანგრძლივობა  - 20-25 წთ.

             შენიშვნა:

I  და II კატეგორიის კონკურსანტებმა   საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებული ორივე ნაწარმობი უნდა შეასრულონ ერთიდაიგივე   საანსამბლო შემადგენლობაში.

  • თუ კონკურსანტებს ექნებათ  სურვილი მონაწილეობა მიიღონ სხვა საანსამბლო შემადგენლობით, მათ უნდა შემოიტანონ დამატებითი განაცხადი, შეავსონ  ცალკე აპლიკაცია  და წარმოადგინონ დამატებითი პროგრამა  ასაკობრივი კატეგორიისა და ჟანრულ–ინსტრუმენტული  მიმართულების  შესაბამისად.   
  • კონკურსის  ყველა  მონაწილე  მიიღებს საპატიო დიპლომს კონკურსში მონაწილეობისათვის, მათ  შორის  პედაგოგებიც.

            I   კატეგორიის  I-III ადგილზე  და   II  კატეგორიის  I-IV ადგილზე გასულ     

                 კონკურსანტებს მიენიჭებათ  ლაურეატის წოდება; 

  • გამარჯვებულები  მონაწლეობას  მიიღებენ გალა-კონცერტში, კონსერვატორიის მცირე  დარბაზში.

                                              კონკურსგარეშე მონაწილეთათვის

  • კამერული ანსამბლების მეორე   ეროვნულ კონკურსზე  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ნორჩ მუსიკოსებს  11– დან   14  წლამდე კონკურსგარეშე. 

პროგრამა უნდა მოიცავდეს  ნებისმიერი ეპოქისა და  სტილის ერთ  ნაწარმოებს, ინსტრუმენტულ      პიესებს  ფორტეპიანოს  აქტიური მონაწილეობით (შესაძლებელია კლასიკური ჯაზიც).   

                                 პროგრამის ხანგრძლივობა -  5 წთ.

                                         განაცხადების მიღება

  • განაცხადები  მიიღება თბილისის კონსერვატორიის დეკანატში  და ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის კანცელარიაში.
  •  განაცხადის  ფორმა  შეივსება  ადგილზე  (სასწავლებელში ან კონსერვატორიაში). აპლიკაციაში   მითითებული უნდა იყოს  პროგრამა,  ქრონომეტრაჟი  და ანსამბლის  შემადგენლობა.
  • ანსამბლის თითოეული მონაწილე ცალკე   ავსებს    განაცხადს.
  • განაცხადს   თან  უნდა  ახლდეს  პირადობის  მოწმობის ასლი  ან  დაბადების  მოწმობის ასლი  –  არასრულწლოვანთათვის.
  • საბანკო  ანგარიშის ნომერი (არასრულწლოვანთათვის -  მშობლის  საბანკო  ანგარიშის  ნომერი).
  • განაცხადების  მიღება  შეწყდება  2015 წლის  31  იანვარს.
  • კენჭისყრა  შედგება კონკურსის  დაწყების  წინა  დღეს,  კონსერვატორიის  კამერულ  დარბაზში (III სართული  კლასი  № 307)  12  სთ.-ზე. რეპეტიციები  ჩატარდება  კონსერვატორიის მცირე  დარბაზში კონკურსამდე 1-2  დღით  ადრე.
  • დამატებითი ინფორმაცია  კონკურსის  შესახებ   შეგიძლიათ მიიღოთ:

                    ინტერნეტით:  facebook-„ კამერული  ანსამბლების კონკურსი“

                     ან დარეკოთ:  5 99 26 35 17 ;         5 74  14  48   84

e-mail: musikis-hangebi@mail.ru

გამარჯვებულები:

ასაკობრივი  ჯგუფი

პრემია -  300 ლარი 

ქობალია გვანცა (ფორტეპიანო), ქორქაძე თათა (ვიოლინო). 
ხელმძღვანელი - ლ. გულდედავა.
თბილისის ევ. მიქელაძის სახ. ცენტალური სამუსიკო სასწავლებელი - 

მოდებაძე სალომე (ფორტეპიანო), მაისურაძე ბექა (ჩელო). 
ხელმძღვანელი - მ. ხოშტარია.
ზ. ფალიაშვილის სახ. სკოლა \\\"ნიჭიერთა ათწლედი\\\" 

II პრემია - 250 ლარი

უგულავა ლევანი (ფორტეპიანო), როინიშვილი ნატა (ვიოლინო), კვალიაშვილიმირიანი (ჩელო). 
ხელმძღვანელი - ლ. გულდედავა.
თბილისის ევ. მიქელაძის სახ. ცენტrალური სამუსიკო სასწავლებელი

III პრემია -  150 ლარი 

მიქელთაძე მარი (ფორტეპიანო), ჯეგნარაძე ზურაბ (კლარნეტი)
ხელმძღვანელი - თ. გოგოტიშვილი
ბათუმის სამუსიკო სასწავლებელი 

ჩიკვაიძე თათა (ფორტეპიანო), კობერიძე ნესტანი (ვიოლინო)
ხელმძღვანელი - ლ. გულდედავა
თბილისის ევ. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 


II ასაკობრივი ჯგუფი 

I პრემია -  1000 ლარი

გოგოძე შოთა (კლარნეტი), ლემონჯავა კოტე (ვიოლინო), სიმონია საბინა (ფორტეპიანო).ხელმძღვანელი - პროფ. ნ. კვირკველია.
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

პრემია - სიმონია საბინა (ფორტეპიანო), რევიშვილიგიორგი (ფორტეპიანო), 

გიგუაშვილი იამზე (დასარტყ. საკარვები), გიგუაშვილიგიორგი (დასარტყ. საკავები). 
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

II პრემია - 700 ლარი

ჯაიანი  თემური (I ვიოლინო)ბარათელი ნიკა (II ვიოლინო), ბაბუაძე  მამუკა (ალტი),გეწაძე თორნიკე (ჩელო). 

ხელმძღვანელი - პროფ. ნ. ჟვანია.
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 

III პრემია - 500 ლარი

ბუხრაშვილი  ეთერი (ფორტეპიანო), თოდუა თეონა (ვიოლინო), პერიხანიანისამველი (ალტი), 

ინჩაგოვი ევგენი (ჩელო). 

ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. მ.ალთუნაშვილი
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია.

      ნომინაცია -"თანამედროვე მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი"   - 200 ლარი

 გელაშვილი  ეკატერინე (ფორტეპიანო),ურუშაძე  ბელა (ვიოლინო).                      
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

 ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. მ. ხოშტარია.

  ნომინაცია  -"ქართული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელ\"  -200 ლარი                                                             

გოგოძე  შოთა (კლარნეტი), ლემონჯავა კოტე(ვიოლინო), სიმონია საბინა (ფორტეპიანო).

ხელმძღვანელი - პროფ. ნ. კვირკველია.
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორი

                       “ლირას” პრემია და ნომინანტები

ნომინაცია „ორიგინალური ჟანრი“ –  200 ლარი 

ქანთარია თემური (გიტარა), დოლენჯაშვილი ეკატერინე (ფორტეპიანო)

პედაგოგები თ.ვადაჭკორია, თ. ჩიქობავა, გ. ცაგარეიშვილი
თბილისის ევ. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ნომინაცია  "კლასიკური და რომანტიკული კომპოზიციის საუკეთესო შემსრულებელი"    - 200 ლარი

 ხუჯაძე  ბელა(ფორტეპიანო), მელაძე   ბექა (ფლეიტა), მაჭავარიანი ნიკოლოზი (ჰობოი).ხელმძღვანელი - მ. კუხიანიძე.

ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი