ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის დელეგაციის სტუმრობა

2018-11-12

8-10 ნოემბერს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის დელეგაციას უმასპინძლა.

 

  • 8 ნოემბერი - საინფორმაციო ცენტრ "Спутник Грузии"-ის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებსა და პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის დელეგაციას შორის შეხვედრა. შეხვედრის საუბრის თემა იყო "მუსიკალური სტარტაპი";

  • 9 ნოემბერი - ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლში სასწავლებლის საფორტეპიანო, სიმებიანი (ვიოლინო) და ჩასაბერი (ჰობოი და ტრომბონი) განყოფილებების მოსწავლეებისათვის მოეწყო პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის პედაგოგთა მასტერ კლასები ; 

  • 10 ნოემბერი - გაიმართა პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის მოსწავლეთა კონცერტი.