
"გზა კარნეგი ჰოლისკენ"
21, 22 და 23 დეკემბერს კარნეგი ჰოლში დავით ღვინიანიძის ფონდ "მსოფლიო ტალანტების" პროექტის - "მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ" - ფარგლებში საშობაო კონცერტები გაიმართება.
პროექტის მიზანია ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა მოტივაციის ზრდა, მათი წარმოჩენა, ხელშეწყობა და მაღალ პროფესიონალურ სარბიელზე გადაყვანა. იგი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომლებიც მოიცავენ მეტად მნიშვნელოვან აქტივობებს:
1. კონკურსი "მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ" და გალა-კონცერტი კარნეგი ჰოლში (შემოდგომა-ზამთარი 2018);
2. ქართული კულტურის დღეები აშშ-ში (გაზაფხული-ზაფხული 2019 წ.) მუსიკალურ ცენტრში - "მსოფლიო ტალანტები";
3. ქართული ფოლკლორის დღეები აშშ-ში (ზაფხული-შემოდგომა 2019 წ) მუსიკალურ ცენტრში - "მსოფლიო ტალანტები".