Head of Department - Eter Zanguridze
ეთერ ზანგურიძე
1971 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით პროფ. გულნარა ქავთარაძესთან.
სამუშაო გამოცდილება:
1971 –1991 თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმეისტერი,
1974 – 1977 ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიაში პროფ. ლუარსაბ იაშვილის
კლასის კონცერტმეისტერი.
1972 – დღემდე ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს და საკონცერტმეისტრო კლასების პედაგოგი, 2006 წლიდან საკონცერტმეისტრო განყოფილების გამგე.
თანამშრომლობს კ. მარჯანიშვილის სახ სახელობის აკადემიურ თეატრთან. მუსიკალურად გაფორმებული აქვს სპექტაკლი„სასიყვარულო ბარათები“ (რეჟ.თ.ჩხეიძე) და არის ამ სპექტაკლის უცვლელი მონაწილე, როგორც საფორტეპიანო პარტიის შემსრულებელი.
ეთერ ზანგურიძე ასევე მოღვაწეობს კლასიკური ჯაზის სწავლების სფეროში. იგი ყოველწლიურად წარმატებით მართავს კლასის კონცერტებს ამ ჟანრში.