საბიუჯეტო სექტორი (უფასო სწავლება)
სასწავლებლის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე საბიუჯეტო სექტორზე სწავლობენ ის მოსწავლეები, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებული არიან მუსიკალურ პროფესიებზე და აქვთ შებამისი მონაცემები, უნარი და სურვილი ისწავლონ სპეციალური გაძლიერებული პროგრამებით საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალურ, საგუნდო–სადირიჟორო და თეორიულ–საკომპოზიციო განყოფილებებზე.
საბიუჯეტო სექტორზე სწავლების მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ნიჭისა და პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას, მათ პროფესიულ დაოსტატებას და შემოქმედებით წარმატებებს, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მუსიკალური განათლების მიღებას, საკონცერტო გამოსვლების პრაქტიკის გამომუშავებას, მათ წარმოჩენას ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე.