სპეციალობები: ბლოქ–ფლეიტა, ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი,ფაგოტი,საყვირი, ვალტორნა,ტრომბონი, ტუბა
დასარტყამი ინსტრუმენტები: ქსილოფონი, დოლები და სხვ.
სწავლობს – 55 მოსწავლე, ასწავლის – 16 პედაგოგი
განყოფილების გამგე – სერგო ტყაბლაძე
სწავლობდა ზ.ფალიაშვილის სახ ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს სპეციალობით.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორია ვალტორნის სპეციალობით.
1972 წლიდან მუშაობდა ვალტორნის კლასის პედაგოგად და სასულე ორკესტრის დირიჟორად თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებელში. პარალელურად უკრავდა ე. მიქელაძის სახ. სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში, ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში.
2006 წლიდან დღემდე მუშაობს ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში: არის ჩასაბერ საკრავთა განყოფილების გამგე, ვალტორნის კლასის პედაგოგი და სასულე ორკესტრის დირიჟორი.
2008 წლიდან ასევე მუშაობს მე–19 ხელოვნების სკოლაში სასულე ორკესტრის დირიჟორად.
2010 წელს პროფესიონალი მუსიკოსებისაგან ჩამოაყალიბა სასულე ორკესტრი რეტრო ბენდ „ჯორჯია“, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი და დირიჟორი არის დღემდე.
მისი ხელმღვანელობით სასულე ორკესტრებს მიღებული აქვს საქალაქო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის წოდება დ გრან პრი.