ასწავლის – 42 პედაგოგი
განყოფილების გამგე – მარინა ქავთარაძე
მოადგილე – ირინა ბარბაქაძე
მარინა ქავთარაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.
სწავლობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს სპეციალობით;
1973 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი მუსიკის ისტორის სპეციალობით;
1973 წლიდან დღემდე მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიაში, არის მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
1991 წლიდან დღემდე არის ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო სასწვლებლის პედაგოგი, თეორიული განყოფილების გამგე;
არის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟუნალის „მუსიკათმცოდნეობა და კულტუროლოგია“ და ყოველწლიურ შრომათა კრებულის „მუსიკოლოგიური ძიებანი“ დამფუძნელებელი და მთავარი რედაქტორი, 2013-14 წლიდან ახალი საგნამანათლებლო პროგრამის „მუსიკა და დღევანდელობა“ („მუსიკის ჟურნალისტიკა“) - ხელმძღვანელი;
მისი ხელმძღვანელობით ათეულობით სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია;
მომზადებული აქვს 40–მდე საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი და სადოქოტორო დისერტაცია;
მ. ქავთარაძე არის ავტორი სახელმძღვანელოების, მრავალო წერილის, ნარკვევისა და 60–მდე სამეცნიერო სტატიის;
აგრეთვე, არის „თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების სასწავლო პროგრამებით უზრუნველუოფის“ პროექტის ავტორი და ხელმძვანელი, მრავალი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციის - მონაწილე და ორგანიზატორი;
2012 წ. მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია „საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომისათვის“;
მ.ქავთარაძე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა.