დირექტორი – გიორგი ქორქაძე, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი
სწავლობდა ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს სპეციალობით, 1974 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახ. კონსერვატორია ვიოლინოს განხრით პროფ. ირაკლი ბერიძესთან.
1980–1985 წლებში სწავლობდა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1971–1976 მუშაობდა „კამერატას“ – კამერული გუნდისა და ორკესტრის დირექტორად;
1976– 1979 თბილისის #23 სამუსიკო სკოლის დირექტორი;
1980–1985 – საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირექტორი;
1979 – დღემდე – ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი:
(1979–1991) ე. მიქელაძის სახ. მე–9 სამუსიკო სკოლა;
(1991–2006) ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი;
(2006 –დღემდე) ე. მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.