ლამარა თაქთაქიშვილი – რესპუბლიკის დამს. პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი.
საფორტეპიანო განყოფილების ექვსწლედის სასწავლო ნაწილის გამგე
დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით.
1967 წლიდან დღემდე – ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი და ექვსწლედის საფორტეპიანო განყოფილების გამგე:
1967 – 1991 თბილისის 9 სამუსიკო სკოლაში;
1991 – 2006 ე. მიქელაძის სახ. საკრავიერ ხელოვნების კოლეჯში;
2006–დან დღემდე ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში.
ლამარა თაქთაქიშვილის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლებლის მიერ გამართულ ღონისძიებებში. მის აღზრდილთა შორის არიან რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატები.