ეკატერინე ჩიჩუა
ფასიანი სექტორის სასწავლო ნაწილი
დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის მე–9 სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს სპეციალობით, პედ. გულიკო გაბაშვილთან. მასთანვე გააგრძელა სწავლა დ. არაყიშვილის სახ. I მუსიკალურ სასწავლებელში.
1994 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ. კონერვატორია ფორტეპიანოს განხრით პროფესორ ნანა დიმიტრიადის ხელმძღვანელობით.
1994 – 2006 მუშაობდა დ. არაყიშვილის სახ. I მუსიკალურ სასწავლებელში, როგორც ფორტეპიანოს კლასის, ასევე საკონცერტმეისტრო კლასის პედაგოგი.
1994– დღემდე ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს კლასის და საკონცერტმეისტრო კლასის პედაგოგია.
2009 წლიდან დღემდე არის ფასიანი სექტორის სასწავლო ნაწილი.