ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ინსტრუმენტული ანსამბლი "კამერტონი"

 


ოფიციალური ვებ-გვერდი: http://kammerton.eu


უკვე რამოდენიმე წელია, რაც გერმანიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon e.V-ის ეგიდით ფუნქციონირებს მოზარდთა მუსიკალური განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტი „კამერტონი“.

პროექტის მიზანია დაეხმაროს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ  მოზარდებსა და ახალგაზრდებს   წარმოაჩინონ  თავი საერთაშორისო ასპარეზზე, ორგანიზება გაუწიოს მათ საკონცერტო გამოსვლებს და  მათთვის მასტერ–კლასების ჩატარებას;   სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას.

“კამერტონის” ერთ–ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა ქვეყნის ნორჩი მუსიკოსებისა და გერმანელი თანატოლების ერთობლივი კონცერტების ჩატარება როგორც გერმანიის ქალაქებში. ასევე სტუმრად მყოფი ახალგაზრდების სამშობლოში.

“კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბერლინის სენატი.

“კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს 2011 წელს საქართველოც შეემატა. პროექტში საქართველოს წარმომადგენელი და მუსიკალური ხელმძღვანელია ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის პედაგოგი და კონცერტმეისტერი, პიანისტი კირა ლელაშვილი.

2012 წლიდან ამ პროექტში ჩართულები არიან ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები, რომლებიც  ქალბატონმა ლიუდმილა ფონ ბერგმა შეარჩია კონკურსის გზით, სხვადასხვა მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლების აღსაზრდელათა  შორის.  

2012 წლის 17–24 მარტს ჩვენი სასწავლებლის მოსწავლეებმა გიორგი ოიკაშვილმა (კლარნეტი) და ინალი ჯიოევმა (ჰობოი), მონაწილეობა მიიღეს „კამერტონის“ მიერ გამართულ კონცერტებში გერმანიაში. საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში,როდესაც თბილისს ესტუმრნენ კ.ფ.ე. ბახის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის  აღსაზრდელები და მათ ქართველ ბავშვებთან ერთად შთამბეჭდავი კონცერტი გამართეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

2013  წლიდან  „კამერტონს “ ახალი წევრები შეემატა ჩვენი სასწავლებლის მოსწავლის სალომე ჟორდანიას (ფორტეპიანო) და ასევე სამუსიკო სემინარიის  მოსწავლეების ირმა გიგანის (ფორტეპიანო), ნოდარ მდივანის (კლარენეტი), „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლის  სენდი ვართანოვის (ვიოლინო) სახით. მათ გერმანიის ექვს ქალაქში: ბერლინში, ფრანკფურტში, მილოვში, ვაიზენჰასელში, ტელტოვსა და ფილიპსტჰალში გამართეს კონცერტები. გერმანიაში გამგზავრებამდე „კამერტონმა “ კონცერტები ჩაატარა თბილისის გოეთეს ინსტიტუტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.  

2014 წლიდან „კამერტონის“ შემადგენლობა მთლიანად დაკომპლექტდა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებით. ესენი არიან ლევან უგულავა და თათა მახარაძე (ფორტეპიანო), ნატა როინიშვილი (ვიოლინო) და გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი.) ამ შემადგენლობით მათ გამართეს რამოდენიმე კონცერტი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.  ისინი გამოვიდნენ ბერლინში რიხარდ ვაგნერის საზოგადოების, საქართველოს საელჩოს და ბერლინის რატუშის დარბაზებში, ასევე ქალაქების ტელტოვოსა და მილოვის საკათედრო ტაძრებში.

2015 წლის 1 მაისს გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდა გერმანელი მუსიკოსების და „ კამერტონის“ერთობლივი კონცერტი.                

ამავე წლის 21–27 ივლისს „კამერტონმა“ კონცერტები გამართა გერმანიაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ბად–ჰერსფელდში, ასევე ქალაქებში – ვაიზენჰასელში და მილოვში.

 21–28 ქოტომბერს ანსამბლი "კამერტონი" გაემგზავრა ბერლინში,სადაც მონაწილეობა მიიღო  ერთობლივ კონცერტში ბერლინის კონსერვატორიის საფორტეპიანო ტრიოსთან ერთად. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ გოეტეს ინსტიტუტი თბილისში და გერმანიის ვაგნერის საზოგადოება. 

 დაგეგმილია 2016 წლის აპრილში ბერლინში, ვაგნერის საზოგადოების სტიპენდიატთა კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფონდის ქართველი სტიპენდიატი გიორგი ოიკაშვილის(კლარნეტი).