თბილისში 2013 წლის აპრილ–მაისში ჩატარდა
თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და ასოციაცია „ლირას“ მიერ დაფუძნებული
ევგენი მიქელაძის სახელობის საორკესტრო საკრავებზე (სიმებიანი და ჩასაბერი) ახალგაზრდა შემსრულებელთა პირველი ეროვნული კონკურსი.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით
გენერალური სპონსორი და მუდმივი პარტნიორი თიბისი ბანკი
კონკურსის ჩატარების პირობები:
- ევგენი მიქელაძის სახელობის საორკესტრო საკრავებზე ახალგაზრდა შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
- კონკურსი ტარდება 2 ტურად – რეგიონალური და ფინალური.
პირველი ტური ტარდება რეგიონების მიხედვით (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი).
მეორე ტური თბილისის მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. - კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა შემსრულებელს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
- პროგრამები სრულდება ზეპირად.
- ნაწარმოების შესრულების ხანგრძლიობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ქრონომეტრაჟს.
- ფინალურ ტურში მონაწილეთა გამოსვლას წყვეტს კენჭისყრა.
- კონკურსის სამივე საპრიზო ადგილის მფლობელს მიენიჭება ლაურეატის წოდება და გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები.
- სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების კატეგორიებში გამოვლენილ საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და ფულადი პრემიებით.
- ფინალში მონაწილე ყველა შემსრულებელი დაჯილდოვდება დიპლომით.
- კონკურსის ყველა გამარჯვებული ვალდებულია დაესწროს დაჯილდოვების ცერემონიალს.
- კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ გალა კონცერტში.
ჟიური
- ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია, გაყოს პრემიები.
- ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება
- ჟიურის წევრებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ თავისი მოსწავლეების შეფასებაში.
ასაკობრივი კატეგორიები
სიმებიანი საკრავები:
I კატეგორია 8-11 წელი
II კატეგორია 12-14 წელი
III კატეგორია 15-18 წელი
ჩასაბერი საკრავები:
I კატეგორია 10–13 წელი
II კატეგორია 14–18 წელი
პ რ ე მ ი ე ბ ი
სიმებიანი საკრავები
I ასაკობრივი კატეგორია
I პრემია 150 ლარი
II პრემია 100 ლარი
III პრემია 50 ლარი
II ასაკობრივი კატეგორია
I პრემია 200 ლარი
II პრემია 150 ლარი
III პრემია 100 ლარი
III ასაკობრივი კატეგორია
I პრემია 300 ლარი
II პრემია 250 ლარი
III პრემია 200 ლარი
ჩასაბერი საკრავები
I ასაკობრივი კატეგორია
I პრემია 200 ლარი
II პრემია 250 ლარი
III პრემია 200 ლარი
II ასაკობრივი კატეგორია
I პრემია 300 ლარი
II პრემია 150 ლარი
III პრემია 100 ლარი
სიმებიანი საკრავების კატეგორიაში გამოვლენილ საუკეთესო შემსრულებელს გადაეცემა სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია – 400 ლარი.
ჩასაბერი საკრავების კატეგორიაში გამოვლენილ საუკეთესო შემსრულებელს გადაეცემა სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია – 400 ლარი.
კონკურსის საუკეთესო შემსრულებელს მიენიჭება გრან პრი
სიმებიან საკრავებში კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი კატეგორია:
პირველი პრემია
არქანია ანდრია, ჩელო (ზუგდიდი), პედ რუსუდან გვენეტაძე
ბუცხრიკიძე გვანცა , ვიოლინო (ქუთაისი), პედ. ეკა გიორგაძე
გიორგაძე ნინი, ვიოლინო (ქუთაისი), პედ. ეკა გიორგაძე
ჯინჭველაძე თეონა, ვიოლინო (თელავი), პედ. გალინა ანისიმოვა
მეორე პრემია
ანაკიძე ანი, ვიოლინო (ქუთაისი) პედ. ეკა გიორგაძე
ბუშუევა სოფიო, ჩელო (თბილისი), პედ. ნუკრი დავითაშვილი
რუხაძე თორნიკე, ვიოლინო (ქუთაისი), პედ. ნათელა გაბრიაძე
ტყაბლაძე თამარი, ვიოლინო (თბილისი), პედ. დინა ჯაიანი
მესამე პრემია
ნადარეიშვილი გიორგი, ჩელო (თბილისი), პედ. ტკაჩენკო
სიხუაშვილი ელენე, ვიოლინო (თელავი), პედ. გალინა ანისიმოვა
ჭოლაძე თეკლა, ვიოლინო, (ქუთაისი), პედ. ციცინო ფარულავა
მეორე კატეგორია
პირველი პრემია
ქორქაძე თამარი – ვიოლინო (თბილისი), პედ. დინა ჯაიანი
მეორე პრემია
ოქროპირიძე ანი –ვიოლინო,(თბილისი), პედ. ლილი ანთიძე
მესამე პრემია
არ გაცემულა
მესამე კატეგორია
პირველი პრემია – არ გაცემულა
მეორე პრემია
ბერაძე შოთა - ვიოლინო (თბილისი), პედ. კონსტანტინე ვარდელი
ზირაქიშვილი დალი - ვიოლინო (თბილისი), პედ. ერნსტ არაქელო
მესამე პრემია
პაპაშვილი მეგი -ალტი (თელავი), პედ. თემურ ოქროპირიძე
ჩასაბერი საკრავები
პირველი კატეგორია
პირველი პრემია
ბახტაძე გიორგი – საყვირი (ქუთაისი), პედ. არჩილ კიბაბიძე
შარაშენიძე საბა– კლარნეტი(ქუთაისი),პედ.მალხაზ მჭედლიშვილი
მეორე პრემია
სიმონიშვილი ელენე – ფლეიტა ( თბილისი), პედ. ანა ლომთაძე
ხუროშვილი თათია – ფლეიტა (თბილისი), პედ მიხეილ ებრალიძე
მესამე პრემია
გევორგიანი ვლადიმერი – საყვირი (თბილისი), პედ. ალექსანდრე ქუთათელაძე
მეორე კატეგორია
პირველი პრემია
მდივანი ნოდარი –კლარნეტი, (თბილისი) პედ. დავით ჯიშკარიანი
ჯიშკარიანი დავითი – კლარნეტი, (თბილისი) პედ. დავით ჯიშკარიანი
მეორე პრემია
ბუდაგოვი გრიშა – საყვირი (თბილისი) პედ. ალექსანდრე ქუთათელაძე
ოიკაშვილი გიორგი – კლარნეტი, (თბილისი), პედ. რევაზ ჯიბლაძე
მესამე პრემია – არ გაცემულა
გრან პრი
პატარაია მარიტა – კლარნეტი (ქუთაისი), პედ. ირაკლი ტურაბელიძე
პრიზი
„ქართველი კოპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“
კვირკველია ზელმა – საყვირი (თბილისი), პედ. ალექსანდრე ქუთათელაძე