ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ვახტანგ ნმაჭავარიანის საგუნდო ნაწარმოების „ქართული ანბანის“ დისკის პრეზენტაცია.

2024-11-16

10 ნოემბერს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში შედგა ვახტანგ ნმაჭავარიანის საგუნდო ნაწარმოების „ქართული ანბანის“ დისკის პრეზენტაცია.

დისკი წარმოადგენს ქართული ენის სახელმძღვანელოს ნაწილს, რომლითაც მშორბლიური ენა უნდა ისწავლოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა მთელ მსოფლიოში.

ნაწარმოები შეასრულა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უმცროსკლასელთა გუნდმა, საგუნდო მუსიკის ფესტივალებისა და კონკურსების მრავალგზის ლაურეატმა - ხელმძღვანელი მარინა მუხაშავრია და სასწავლებლის სიმებიანმა ორკესტრმა - ხელმძღვანელი გიორგი შილაკაძე.

გუნდისა და ორკესტრის ერთობლივ რეპეტიციებს ხელმძღვანელობდა თავად კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც კმაყოფილი დარჩა ბავშვების მომზადების დონით და სულ მალე შესაძლებელი გახდა ამ ნაწარმოების დისკზე ჩაწერა.

ქართული ანბანის“ პროექტის ავტორია შესანიშნავი ქალბატონი, მრავალი საქველმოქმედო პროექტის სულისჩამდგმელი მარიამ ლომთათიძე.

მადლობა მას ამ შესანიშნავი იდეის განხორციელბისათვის და ჩვენ სასწავლებელთან შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის.