
მემორანდუმი
2025-02-11
მემორანდუმი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და
ერევნის რომანოს მელიქინის სახელმწიფო მუსიკალურ კოლეჯს შორის
6 თებერვალს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და ერევნის რომანოს მელიქიანის სახელმწიფო მუსიკალურ კოლეჯს შორის ხელი მოეწერა უერთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ამ ორ სასწავლებელს შორის კულტურულ- შემოქმედებით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას ; ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; გაცვლითი საკონცერტო პროგრამების და კონფერენციების შემუშავებას,დაგეგმვას და ჩატარებას; რეგიონალური მნიშვნელობის კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს:
ე. მიქელაძის სახ, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ბატონმა გიორგი ქორქაძემ
რ. მელიქიანის სახ. ერევნის სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის დირექტორმა ბატონმა ვარაზდატ ხაჩუმიანმა.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სოხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი აშოტ სმბტიანი, კონსული გევორგ გარიბჯიანი, ერევნის მუსიკალური კოლეჯის ხალხური საკრავების განყოფილების გამგე აშოტ პეტროსიანი და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე თინა ღვინერია.


