ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებლისა და საბერძნეთის მუსიკალური გიმნაზიის ერთობლივი პროექტი
2026-04-16
4 აპრილს , ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა უმასპინძლა საბერძნეთის ქალაქ ირაკლიოს მუსიკალური გიმნაზიის და ლიცეუმის დელეგაციას. გაიმართა გულთბილი შეხვედრა და ერთობლივი კონვერტი, სადაც მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და ქ. ირაკლიოს მუსიკალური გიმნაზიისა და ლიცეუმის მოსწავლეთა გუნდი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთის საელჩოს და სათვისტომოს წარმომადგენლები.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები.
წერილი საბერძნეთის საელჩოდან:
საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო
თბილისი
2026 წლის 10 აპრილი
„მადლობის წერილი“
ქალბატონ თინა ღვინერიას
გვსურს გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება ევგენი მიქელაძის სახლობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მიმართ, იმ თბილი დახვედრისთვის, რომელიც თბილისსა და კრეტას შორის მუსიკალური კავშირების დამყარების მცდელობის ფარგლებში კრეტაზე ჰერაკლიონის მუსიკალურ სკოლას გაუწიეთ 2026 წლის 4 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე.
თქვენი სკოლის მოსწავლეებსა და ჰერაკლიონის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებს შორის ეს კულტურული ხიდი ძალიან შთამბეჭდავი იყო.
როგორც მოსწავლეები, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე ყველა ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მუსიკალური განათლების დონით.
გილოცავთ იმ დიდებულ საქმეს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ თქვენი ქვეყნის ახალგაზრდებში მუსიკალური განათლების პოპულარიზაციისთვის
პატივისცემით,
ამალია ფილიპაკი


