ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი საშუალო–სპეციალური განათლების მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში. იგი შედის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

სასწავლებელში ფუნქციონირებს საფორტეპიანი, საორკესტრო, ვოკალური, საგუნდო სადირიჟორო განყოფილებები, მეშვიდე კლასიდან კი თეორიული განყოფილების ბაზაზე შეიძლება სწავლის გაგრძელება თეორიულ–საკომპოზიციო სპეციალობით. 

სასწავლებელში, 12 წლიანი სწავლების ფარგლებში, მოსწავლეები ეუფლებიან სპაციალობას და იღებენ საფუძვლიან განათლებას მუსიკალურ–თეორიულ და სხვა მაპროფილებელ საგნებში. მაღალი აკადემიური განათლების ხარისხი განაპირობებს სასწავლებლის მოსწავლეთა წარმატებებს ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებში.

სასწავლებლის საგანმანათლებლო სტრუქტურა აგებულია უწყვეტ 12 წლიან სწავლებაზე, რომელიც იყოფა სამ ეტაპად:

  • I-VI კლასები - დაწყებითი მუსიკალური განათლების საფეხური; 
  • VII-IX კლასები - საბაზო მუსიკალური განთლების საფეხური; 
  • X-XII კლასები - საშუალო-სპეციალური განათლების საფეხური; 

სასწავლებლის სრული სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს. სწავლის ნებისმიერ დონეზე შეწყვეტის შემთხვევაში სასწავლებლის მიერ გაცემულ ცნობას.

ახალგაზრდა მუსიკოსთა განათლების მაღალ დონეს განაპირობებს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომელთა შორის არიან საქართველის დამსახურებული მასწავლებლები, სახელმწიფო ჯილდოების მფლობელები, კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებლები.