ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

კამერულ სიმებიანი ორკესტრი

სასწავლებლის კამერული ორკესტრის ისტორია ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. იგი ჩამოყალიბდა 1992 წელს ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ბაზაზე და იყო ერთადერთი მოსწავლეთა კამერული ორკესტრი საქართველოში.

1992-2006 წლებში კამერული ორკესტრს ხელმძღვანელობდა  დირიჟორი და კოლეჯის  ვიოლონჩელოს კლასის პედაგოგი ნუკრი (პეტრე) დავითაშვილი. ორკესტრში უკრავდნენ საორკესტრო განყოფილების რჩეული მოსწავლეები, რამაც განაპირობა ორკესტრის შესრულების მაღალი პროფესიული დონე და  წარმატება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ნუკრი დავითაშვილის ხელმძღვანელობით კამერული ორკესტრი სამჯერ იყო მიწვეული გერმანიაში, ქ. საარბრიუკენის ვალდორფის სკოლის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ერთობლივი კონცერტების ჩასატარებლად (1995, 1997,2002). ვალდორფის სკოლის სიმფონიური ორკესტრიც ასევე სტუმრობდა თბილისს 1994, 1996, 1999 წლებში. ერთობლივი კონცერტები გაიმართა თბილისსა და თელავში.

კამერული ორკესტრი წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის საქველმოქმედო კონცერტებში.

2006 წლიდან სასწავლებლის კამერულ ორკესტრს სათავეში ჩაუდგა დირიჟორი გიორგი შილაკაძე. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა დიდ წარმატებას მიაღწია 2009 წელს ესპანეთში, ქ. მურსიაში გამართულ ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი გახდა ფესტივალის ლაურეატი.

სასწავლებლის კამერული ორკესტრი დღესაც წარმატებით აგრძელებს საკონცერტო გამოსვლებს, მონაწილეობს სასწავლებლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში. გამართული აქვს კონცერტები მუსიკის ეროვნული ცენტრში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, მ.ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ ”მუზაში”, თიბისი ბანკის სააქტო დარბაზში. ორკესტრის რეპერტუარშია კამერული მუსიკის მნიშვნელოვანი ქმნილებები - ი.ბ.ბახის, ა.ვივალდის, ი. ჰაიდნის, ვ.ა.მოცარტის, ს.ცინცაძის, ვ.აზარაშვილის, ა. პიაცოლას და სხვათა ნაწარმოებები.

ორკესტრი დამეგობრებულია პოტსდამის ი.ს.ბახის სახ. მუსიკალური სკოლის ორკესტრთან. 2010 წელს, ისინი სტუმრობდნენ თბილისს, სადაც გაიმართა ერთობლივი კონცერტი. სასწავლებლის კამერული ორკესტრის ცალკეული წევრები მიწვეულები იყვნენ გერმანიაში ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ორკესტრის ვორქშოპებში და გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ გასვლით კონცერტებში.