ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

სწავლობს – 95 მოსწავლე, ასწავლის – 20 პედაგოგი

განყოფილების გამგე – ლიანა ჭონიშვილი, კონსერვატორიის  ასოცირებული პროფესორი;

დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი და ასისტენტურა–სტაჟირების სრული კურსი;

1996 წლიდან დღემდე მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ. კონსერვტორიაში. იყო საოპერო სტუდიის გუნდის ლოტბარი. ამჟამად არის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ბაკალავრიატის გუნდის ქორმაისტერი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;

2004–2006 წ. მუშაობდა თბილისის სახ. კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის საგუნდო სადირიჟორო განყოფილების გამგედ და პედაგოგად;

2006 წლიდან დღემდე არის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო სადირიჟორო განყოფილების გამგე და პედაგოგი;

ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალებში.