ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ხალხური მუსიკის გუნდი 

ევგენი მიქელაძის სახელობის ხალხური მუსიკის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ქორმაისტერი ბადრი ჯიმშეილეიშვილი, დაკომპლექტებულია სასწავლებლის საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილებების მოსწავლეებით, თუმცა თავისი პოპულარობის გამო ასევე იზიდავს ხალხური მუსიკის მოყვარულ სხვა მოზარდებსაც.

თავად გუნდის ქორმაისტერს ბადრი ჯიმშელეიშვილს გუნდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი არის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის რეგენტი, რომლის მგალობელთა გუნდი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალებში და ასევე მართავს კონცერტებს ინგლისში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ, ისრაელში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ევგენი მიქელაძის სახელობის ხალხური მუსიკის გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია 2012 წლის ივლისში სან–ფრანცისკოში გამართულ საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს კარიბჭე“, სადაც მოიპოვა განსაკუთრებული პრიზი „მსოფლიო მეკვიდრეობაში შეტანილი წვლილისათვის“ და სერთიფიკატი „კულტურული გაცვლისა და საერთშორისო მეგობრობისათვის“. გუნდმა ამერიკაში ქართული სიმღერები და საგალობლები შეასრულა  ოთხ ძირითად და ერთ რიგგარეშე კონცერტზე. ჟიური და მსმენელი აღფრთოვანებული დარჩა ქართული სიმღერების უნიკალური მრავალხმიანობით, განსხვავებულობით. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით სასწავლებლის გუნდზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „საქართველოს პერსპექტივა“, რომლის ჩვენება გაიმართა თბილისში 2013 წლის 3 ივლისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.

2013 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აიდაჰოს საერთაშორისო საგუნდო ფეატივალსა (აშშ) და რომის ფოლკლორულ ფესტივალში. 

2014 წლის 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე სასწავლებლის გუნდი მონაწილეობდა ავსტრიაში, ქ. ვენაში გამართულ საგუნდო  მუსიკის ფესტივალში „მსოფლიოში მშვიდობისათვის“. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და გამოსვლები მოეწყო ვენის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზ "მუზიკვერეინში" (იგივე ოქროს დარბაზი), ავსტრიის პარლამენტში, წმ. სტეფანეს ტაძარსა და გაეროს ვენის შტაბ-ბინაში. ანსამბლი დაჯილდოვდა 2 პრიზით:

  • "მშვიდობის ანგელოზი" და სერთიფიკატი ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისათვის – ორგანიზატორებისაგან;
  •  სპეციალური პრიზი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან.

2015 წლის 2-5 მარტს სასწავლებლის ხალხური მუსიკის გუნდი ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ჩეხეთში, ქ. პრაღაში, საგუნდო მუსიკის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. გუნდმა კონცერტები გამართა პრაღაში, ბუშტეჰრადსა და ლიდიცეში. გუნდის გამოსვლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

2016 წელს გაიმართა საკონცერტო ტურნეები ნორვეგიასა და ლატვიაში. ამავე წლის ივლისში მოეწყო ერთთვიანი ტური აშშ-ში: გუნდი წარმატებით გამოვიდა ორ საგუნდო ფესტივალზე კოლორადოსა და მონტანაში და გამართა სოლო კონცერტები სხვადასხვა ქალაქში.

2017 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო ეკატერინბურგში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში - „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“, სადაც დაჯილდოვდა მე-2 ადგილისა და მაყურებლის სიმპატიის სერთიფიკატებით.

2018 წლის ზაფხულში კვლავ მოეწყო 1-თვიანი ტური აშშ-ში. გუნდმა მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშრისო საგუნდო ფესტივალში კოლორადოსა და კალიფორნიაში და გამართა სოლო კონცერტები დენვერში, ლიტლტონში, ფინიქსში, ფლორენსში, ბერკლში, ოკლენდში, სან-ფრანცისკოში, გუალალასა და ლოს-ანჯელესში. ამავდროულად, ტურის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები ქართულ სათვისტომოსთან სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში, ხოლო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონცერტის ფარგლებში მოეწყო ქართული ანბანის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში, ფესტივალის კონკურსში გუნდი ოქროს სერთიფიკატით დაჯილდოვდა.  

2019 16 მაისიდან 29 მაისამდე გუნდი იმყოფებოდა ბელარუსსა და პოლონეთში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალებზე: 16-21 მაისს მისკის ფესტივალში -"პაპარაც კვეტკა"- გუნდმა მოიპოვა ფესტივალის მარგალიტის წოდება, ხოლო ხელმძღვანელმა ბადრი ჯიმშელეიშვილმა საუკეთესო დირიჟორის ნომინაცია. 22-26 მაისს სოფოტის ფესტივალში "მუნდუს კანტატ" გუნდი დაჯილდოვდა ვერცხლის სერთიფიკატებით ხალხური და საეკლესიო მუსიკის კატეგორიებში და სპეციალური ფულადი პრიზით ეროვნული კულტურის პოპულარიზაციისათვის. 27 მაისს მინსკში გუნდმა საქართველოსა და ბელარუსის ჰიმნებით გახსნა საქართველოს საელჩოს ოფიციალური მიღება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და შეასრულა ხალხური სიმღერებიც. 

 

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდი აქტიურად მოღვაწეობს სამშობლოშიც და მართავს სხვადასხვა ღონისძიებას. მათ შორის მნიშვნელოვანია გუნდის მჭირდო თანამშრომლობა ჩეხეთის საელჩოსთანაც და საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებებსა თუ სხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა. 

დაწვრილებით იხ.:
https://www.facebook.com/EMCMS/
http://chant-folk-choir.webs.com/ 

 

ს ს