ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

სწავლობს  250 მოსწავლე, ასწავლის – 66 პედაგოგი.

საფორტეპიანო განყოფილების გამგეებია; მზია გოგაშვილი და ნატალია ნაცვლიშვილი

საფორტეპიანო განყოფილების გამგე – მზია გოგაშვილი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სპეციალური მუსიკალური სკოლა, პედაგოგ მერი ჭავჭანიძის კლასი.

1981–1986 სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1987–1989  წლებში ასპირანტურაში, პროფესორ ლევ ნაუმოვის კლასში.

1981 წელს გახდა  ამიერკავკასიის ხალხთა მუსიკოს–შემსრულებელთა VI  საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. (ქ. ერევანი, სომხეთი),

1984 წელს, რობერტ შუმანის სახელობის IX საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. (ქ. ცვიკაუ, გერმანია)

დაჯილდოვებულია მოსკოვის კონსერვატორიის 140 წლისთავთან დაკავშირებით  ნიკოლოზ რუბინშტეინის მედლით, მრავალი დიპლომით და სიგელით საქალაქო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის.

1990–დან დღემდე ასწავლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრაზე, არის ასოცირებული პროფესორი.

1992 წლიდან  დღემდე მუშაობს ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად, 2006 წლიდან არის საფოტეპიანო განყოფილების გამგე.


საფორტეპიანო განყოფილების გამგე - ნატალია ნაცვლიშვილი,  რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი;

1960–1965 – სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფ. თამარ ჩხარტიშვილის კლასში.                         

1992–1994 – სწავლობდა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების რესპუბლიკურ ინსტიტუტში, სადაც დაამთავრა ვალდორფის სკოლის პედაგოგთა მომზადების ორწლიანი კურსი.                              

საფორტეპიანო კლასის პედაგოგად მუშაობა დაიწყო 1960 წლიდან, ჯერ მუსიკალურ სტუდიაში, შემდგომში ქ. რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში (1966––1970) მ. ბალანჩივაძის სახ. მე–3 სამუსიკო სასწავლებელში (1970–2006), ზ.ფალიაშვილის სახ. მე–2 სამუსიკო სასწავლებელში (1989–2006).

1967–1975 –  მუშაობდა კონცერტმეისტრად თბილისის სახ. კონსერვატორიაში

1979 წლიდან დღემდე მუშაობს ა. ვირსალაძის სახ. ხელოვნების გიმნაზიის საფორტეპიანო კლასისი პედაგოგად.

2006 წლიდან – დღემდე ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგია, ხოლო 2013 წლიდან ხელმძღვანელობს საფორტეპიანო განყოფილებას.

ნ. ნაცვლიშვილი დაჯილდოებულია მრავალი საპატიო სიგელითა და ჯილდოების, 4–ჯერ იყო დასახელებული როგორც „წლის საუკეთესო პედაგოგი“ (1987, 2001, 2002, 2012), ასევე მიღებული აქვს დიპლომები „საუკეთესო პედაგოგიური მიღწევებისათვის“.

დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (1998) და დამსახურებული მასწავლებლის წოდებით (2009).

ნ. ნაცვლიშვილის მრაალრიცხოვან აღზრდილთა შორის არიან საერთაშორისო კლასის პიანისტები: გიგლა ქაცარავა – პარიზის ა. კორტოს სახელობის კონსერვატორიის წამყვანი პროფესორი და მოქმედი პიანისტი.

მარიამ ბაწაშვილი – ფ.ლისტის კონკურსების  I პრემიის ლაურეატი (გერმანია ქ. ვაიმარი, 2010  და ჰოლანდია ქ. უტრეხტი, 2014), რომელიც ცხოვრობს გერმანიაში და ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას.

ნ. ნაცვლიშვილის სხვა  აღრზდილები წარმატებით მუშაობენ ფორტეპიანოს კლასის პედაგოგებად და კონცერტმეისტრებად, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ – რუსეთში, ესპანეთში, ისრაელში, ინგლისში, აშშ–ში.