ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

                                         სწავლება

ე. მიქელაძის სახ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ 12 წლიან სპეციალურ სამუსიკო–საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლების ძირითადი მიზანია მუსიკოსის პროფესიაზე ორიენტირებული მოზარდთა აღზრდა.

 

2006 წელს სახელოვნო განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შემდეგ  გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომები ლიბერალური და პროფესიული მუსიკალური სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიმართ. შემუშავდა პროფესიული მუსიკალური განათლების ახლებური მოდელი. ჩამოყალიბდა 12 წლიანი სპეციალური სამუსიკო სასწავლებელი, რომელიც სტრუქტურულად  მოიცავს უწყვეტ სასწავლო ციკლის სამ ეტაპს:

I-VI კლასები – დაწყებითი მუსიკალური განათლების საფეხური

VII-IX კლასები – საბაზო მუსიკალური განთლების საფეხური

X-XII კლასები _ საშალო–სპეციალური განათლების საფეხური

 

სასწავლებლის სრული სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ საქართველოს კულტურის სამისნიტროს მიერ გაცემულ ატესტატს. სწავლის ნებისმიერ დონეზე შეწყვეტის შემთხვევაში კი სასწავლებლის მიერ გაცემულ ცნობას.

 

სასწავლებელში ფუნქციონირებს ორი სექტორი –  საბიუჯეტო და სამეურნეო, რომლებიც განახორციელებენ სხვადასხვა მიზნობრივ საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

 

                  სამეურნეო სექტორი   (ფასიანი სწავლება)  

 

სასწავლებლის ფასიან სექტორზე ლიბერალური სწავლების მიზანია დააკმაყოფილოს იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ინტერესები, ვისაც სურს მაღალი ხარისხის ზოგადი მუსიკალური განათლების მიღება.  

 

საბიუჯეტო სექტორიდან განსხვავებით, სწავლება აქ ეფუძნება ლიბერალურ პროგრამებს და ორიენტირებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე.

 

ფასიან სექტორზე სწალების ამოცანაა მოსწავლე ახალგაზრდობა აღჭურვოს მუსიკის სფეროში  საბაზო ცოდნით, რომლის ფარგლებში მოსწავლეს შეეძლება  დამაკმაყოფილებლად დაუკრას უნსტრუმენტზე, ფურცლიდან წაიკითხოს იოლი ნაწარმოები, გაერკვეს  მუსიკის ლიტერატურის ძირითად საკითხებში მუსიკის მოყვარულის დონეზე და აითვისოს თეორიული ცოდნის ანბანი.

 

ფასიან სექტორზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალური, საგუნდო–სადირიჟორო, თეორიულ–საკომპოზიციო, საესტრადო

 გარდა ამისა მსურველებს შეუძლიათ გაიარონ სრული პროგრამა სპეციალობების მიხედვით თეორიულ საგნებთან ერთად, ან ისწავლონ მხოლოდ სპეციალური საგანი თეორიული საგნების გარეშე.

 

ფასიან სექტორზე მოსწავლეს, მაღალი აკადემიური მოსწრების და შესაბამისი პროფესიული უნარ–ჩვევების გამომჟღავნების შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს სწავლა უფასო სექტორზე,  მისაღებ გამოცდებში  საერთო კონკურსში მონაწილეობის გზით. 

  

          სწავლების საფასური ფასიან სამეურნეო სექტორზე:

 

სრული პროგრამა სპეციალური საგანი + თეორიული საგნები

 

1–6 კლასები   –      წლიური 400 ლარი

გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  – 200 ლ.

                   მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 200 ლ.

 

7–9 კლასები –550 ლარი

გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  –275ლ.

                   მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 275 ლ.

 

10–12 კლასები – 700 ლარი

 გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  –350 ლ.

                     მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 350 ლ.

 

12 კლასი მოსამზადებელი – 1200 ლარი

გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  – 600 ლ.

                   მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 600 ლ.

 

 

მხოლოდ სპეციალური საგანი, თეორიული საგნების გარეშე:

 

1–6 კლასები   –      წლიური 350 ლარი

გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  – 175 ლ.

                   მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 175 ლ.

 

7–9 კლასები –450 ლარი

გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  –225ლ.

                   მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 225 ლ.

 

10–12 კლასები – 600 ლარი

 გადახდა: პირველი სემესტრი, სექტემბრის ბოლოს  –300 ლ.

                    მეორე სემესტრი, იანვრის ბოლოს – 300 ლ.