ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

განყოფილებები

სასწავლებელში დღეისათვის სწავლობს 650 მოსწავლე,  ასწავლის    200-ზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგი.

სასწავლებელში ფუნქციონირებს   შემდეგი განყოფილებები:

საფორტეპიანო, საორკესტრო-სიმებიანი, საორკესტრო-ჩასაბერი, ვოკალური, საგუნდო-სადირიჟორო, მეშვიდე კლასიდან საკომპოზიციო-თეორიული. ასევე თეორიული დისციპლინების, მხატვრული აკომპანიმენტის, კამერული ანსამბლის, სავალდებულო ფორტეპიანოს, საესტრადო (მხოლოდ ფასიან სექორზე).

  • საფორტეპიანო  განყოფილება

 სწავლობს  250 მოსწავლე, ასწავლის – 66 პედაგოგი.

განყოფილების გამგე  –  მზია გოგაშვილი , კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სპეციალური მუსიკალური სკოლა, პედაგოგ მერი ჭავჭანიძის კლასი.

1981–1986 სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1987–1989  წლებში ასპირანტურაში, პროფესორ ლევ ნაუმოვის კლასში.

1981 წელს გახდა  ამიერკავკასიის ხალხთა მუსიკოს–შემსრულებელთა VI  საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. (ქ. ერევანი, სასომხეთი),

1984 წელს, რობერტ შუმანის სახელობის IX საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. (ქ. ცვიკაუ< გერმანია)

დაჯილდოვებულია მოსკოვის კონსერვატორიის 140 წლისთავთან დაკავშირებით  ნიკოლოზ რუბინშტეინის მედლით, მრავალი დიპლომით და სიგელით საქალაქო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის.

1990–დან დღემდე ასწავლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრაზე, არის ასოცირებული პროფესორი.

1992 წლიდან  დღემდე მუშაობს ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად, 2006 წლიდან არის საფოტეპიანო განყოფილების გამგე.

 

 

  • სიმებიანი საკრავების განყოფილება

სპეციალობები: ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, კლასიკური გიტარა

სწავლობს – 100 მოსწავლე, ასწავლის  – 16 პედაგოგი

 

განყოფილების გამგე  – მანანა ქანთარია, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი  

 

1985 – დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია ვიოლინოს სპეციალობით პროფ. შოთა შანიძის ხელმძღვანელობით

2004 წელს დამთავრა ასპირანტურა კამერული ანსამბლის მიმართულებით

1986–დან დღემდე მუშაობს კონსერვატორიაში კამერული ანსამბლის კათედრაზე,  არის კათედრის ასოცირებული–პროფესორი.

                                     

 

                             საშემსრულებლო მოღვაწეობა

1985 – 1992   საქართველოს ფილარმონიის სოლისტი

1989 წ–დან  მართავს კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთ როგორც  ანსამბლის  შემადგენლობაში ასევე სოლო პროგრამებით.

 

                     

 

  • ჩასაბერ საკრავთა განყოფილება

სპეციალობები: ბლოქ–ფლეიტა, ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი,ფაგოტი,საყვირი, ვალტორნა,ტრომბონი, ტუბა

დასარტყამი ინსტრუმენტები: ქსილოფონი, დოლები და სხვ.

სწავლობს  – 55 მოსწავლე, ასწავლის   – 16 პედაგოგი

 

განყოფილების გამგე  – სერგო ტყაბლაძე

 

  სწავლობდა ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში  ვიოლინოს  სპეციალობით.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორია ვალტორნის სპეციალობით.

1972 წლიდან მუშაობდა ვალტორნის კლასის პედაგოგად და სასულე ორკესტრის დირიჟორად თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებელში. პარალელურად  უკრავდა ე. მიქელაძის სახ. სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში,  ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში: არის ჩასაბერ საკრავთა განყოფილების გამგე, ვალტორნის კლასის პედაგოგი და  სასულე ორკესტრის დირიჟორი.

2008 წლიდან ასევე მუშაობს მე–19 ხელოვნების სკოლაში სასულე ორკესტრის დირიჟორად.

2010 წელს პროფესიონალი მუსიკოსებისაგან  ჩამოაყალიბა სასულე ორკესტრი   რეტრო ბენდ „ჯორჯია“, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი და დირიჟორი არის დღემდე. 

მისი ხელმღვანელობით სასულე ორკესტრებს მიღებული აქვს  საქალაქო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის წოდება დ გრან პრი. 

 

                  

  • ვოკალური განყოფილება

სწავლობს –170 მოსწავლე, ასწავლის – 26 პედაგოგი

განყოფილების გამგე – ანი ჩიხრაძე, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი,

მოადგილე – მაია  არჩვაძე

 

  • საგუნდო – სადირიჟორო განყოფილება

სწავლობს –95 მოსწავლე, ასწავლის –20 პედაგოგი

 

განყოფილების გამგე – ლია ჭონიშვილი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი

დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი და ასისტენტურა–სტაჟირების სრული კურსი.

1996 წლიდან დღემდე მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ. კონსერვტორიაში. იყო საოპერო სტუდიის გუნდის ლოტბარი.  ამჟამად არის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ბაკალავრიატის გუნდის ქორმაისტერი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი.

2004–2006 წ. მუშაობდა თბილისის სახ. კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის  საგუნდო სადირიჟორო განყოფილების  გამგედ და პედაგოგად.

2006 წლიდან დღემდე არის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო სადირიჟორო განყოფილების  გამგე და პედაგოგი.

ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალებში.

 

  • თეორიულდისციპლინათა  და თეორიულ–საკომპოზიციო სპეციალობის (მეშვიდე  კლასიდან)  განყოფილება

    ასწავლის – 42 პედაგოგი

განყოფილების გამგე – მარინა ქავთარაძე

მოადგილე – ირინა ბარბაქაძე

 

მარინა ქავთარაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  პროფესორი

სწავლობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს სპეციალობით.

1973 წელს დაამთავრა  ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი მუსიკის ისტორის სპეციალობით.

1973 წლიდან დღემდე მუშაობს  ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიაში. არის მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

1991 წლიდან დღემდე არის ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო სასწვლებლის პედაგოგი თეორიული განყოფილების გამგე.

არის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟუნალის „მუსიკათმცოდნეობა და კულტუროლოგია“ და ყოველწლიური შრომათა კრებულის „მუსიკოლოგიური ძიებანი“ დამფუძნელებელი და მთავარი რედაქტორი.

2013-14  წლიდან ახალი საგნამანათლებლო პროგრამის „მუსიკა და დღევანდელობა“ („მუსიკის ჟურნალისტიკა“) ხელმძღვანელი.

მისი ხელმძღვანელობით ათეულობით სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია; მომზადებულია  40–მდე საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომი და სადოქოტორო დისერტაცია.

მარინა ქავთარაძე ავტორია სახელმძღვანელოების, მრავალო წერილის, ნარკვევის და 60–მდე სამეცნიერო სტატიის.

„თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების სასწავლო პროგრამებით უზრუნველუოფის“ პროექტის ავტორი და ხელმძვანელი. ის მრავალი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორია.

2012 წ. მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია „საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო  ნაშრომისათვის“

მარინა ქავთარაძე არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა.

 

 

 

 

  • მხატვრული აკომპანიმენტის განყოფილება

               

განყოფილების გამგე  – ეთერ ზანგურიძე

 1971 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით პროფ. გულნარა ქავთარაძესთან.

                                       სამუშაო გამოცდილება:

1971 –1991 თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი  და კონცერტმეისტერი,

1974 – 1977 ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიაში პროფ. ლუარსაბ იაშვილის კლასის კონცერტმეისტერი.

                       

1972 – დღემდე ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს  და საკონცერტმეისტრო კლასების პედაგოგი, 2006 წლიდან საკონცერტმეისტრო განყოფილების გამგე.

თანამშრომლობს კ. მარჯანიშვილის სახ სახელობის აკადემიურ თეატრთან. მუსიკალურად გაფორმებული აქვს სპექტაკლი„სასიყვარულო ბარათები“ (რეჟ.თ.ჩხეიძე) და არის ამ სპექტაკლის უცვლელი მონაწილე, როგორც საფორტეპიანო პარტიის  შემსრულებელი.

ეთერ ზანგურიძე ასევე მოღვაწეობს  კლასიკური ჯაზის სწავლების სფეროში. იგი ყოველწლიურად წარმატებით მართავს კლასის კონცერტებს ამ ჟანრში.

 

 

 

  • კამერული ანსამბლის განყოფილება

 განყოფილების გამგე – ლანა გულდედავა, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი

 

  • სავალდებულო ფორტეპიანოს განყოფილება

    განყოფილების გამგე – მანანა მარტყოფლიშვილი

 

  • საესტრადო განყოფილება   (მხოლოდ ფასიან სექტორზე)

     განყოფილების გამგე – დავით კევლიშვილი