ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

სიმებიანი კვარტეტი

სასწავლებლის სიმებიან კვარტეტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორიც იყვნენ პროფესორი ბორის ჭიაურელი (2001 წლამდე) მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოცდილი პედაგოგი და დირიჟორი გენრიხ ბაბლუმიანი, 2006 წლიდან ნუკრი დავითაშვილი.

ყველა ზემოთხსენებული მუსიკოსების ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტი მიუხედავად თაობათა ცვლის გამო გამოწვეული შემადგენლობათა ცვლილებებისა, ყურადღებას იქცევდა შესრულების მაღალი აკადემიური დონით და აქტიურად მონაწილეობდა სასწავლებლის მიერ დგეგმილ თუ ქალაქის მაშტაბით განხორციელებულ საკონცერტო ღონისძიებებში. 

2000 წელს კამერული ანსამბლების სულხან ცინცაძის სახელობის პირველ კონკურსზე კოლეჯის მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტი (ხელმძღვანელი ბორის ჭიაურელი) დაჯილდოვდა დიპლომით.

2004 წელს კვარტეტმა (ხელმძღვანელი გენრიხ ბაბლუმიანი) მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, ვ.სპივაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალის ”მოსკოვი იწვევს მეგობრებს”  გალა- კონცერტში.

2006 წელს სასწავლებლის სიმებიანმა კვარტეტმა (ხელმძღვანელი ნუკრი დავითაშვილი) საკვარტეტო მუსიკის კონცერტი გამართა ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.

მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტი მუდმივად მონაწილეობს სასწავლებლის მიერ გამართულ საანგარიშო და საჩვენებელ კონცერტებში, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.