ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ასწავლის – 42 პედაგოგი

განყოფილების გამგე – მარინა ქავთარაძე

მოადგილე – ირინა ბარბაქაძე

 

მარინა ქავთარაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  პროფესორი.

სწავლობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს სპეციალობით;

1973 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი მუსიკის ისტორის სპეციალობით;

1973 წლიდან დღემდე მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახ.კონსერვატორიაში, არის მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

1991 წლიდან დღემდე არის ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო სასწვლებლის პედაგოგი, თეორიული განყოფილების გამგე;

არის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟუნალის „მუსიკათმცოდნეობა და კულტუროლოგია“ და ყოველწლიურ შრომათა კრებულის „მუსიკოლოგიური ძიებანი“ დამფუძნელებელი და მთავარი რედაქტორი, 2013-14  წლიდან ახალი საგნამანათლებლო პროგრამის „მუსიკა და დღევანდელობა“ („მუსიკის ჟურნალისტიკა“) - ხელმძღვანელი;

მისი ხელმძღვანელობით ათეულობით სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია;

მომზადებული აქვს 40–მდე საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი და სადოქოტორო დისერტაცია;

მ. ქავთარაძე არის ავტორი სახელმძღვანელოების, მრავალო წერილის, ნარკვევისა და 60–მდე სამეცნიერო სტატიის;

აგრეთვე, არის „თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების სასწავლო პროგრამებით უზრუნველუოფის“ პროექტის ავტორი და ხელმძვანელი, მრავალი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციის - მონაწილე და ორგანიზატორი;

2012 წ. მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია „საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო  ნაშრომისათვის“;

მ.ქავთარაძე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა.