ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

დირექტორის მოადგილე  – თინათინ ღვინერია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რესპ.დამს. პედაგოგი

1968 წელს დაამთავრა ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი";

1973 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახ. კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობით, პროფესორ გულნარა ქავთარაძესთან.

1973 – 1995 წლებში მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახ. კონსერვატორიაში:

1973 –1980 კითხულობდა სალექციო კურსებს: „საფორტეპიანო ხელოვნების ისტორია“, ფორტეპიანოზე დაკვრის მეთოდიკა“, ხელმძღვანელობდა „პედაგოგიური პრაქტიკის“ კლასს.

1980 –1995 მუშაობდა ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე, ჯერ უმცროს, ხოლო 1989 წლიდან, უფროს მეცნიერთანამშრომლად.

1991 – დღემდე არის ე. მიქელაძის სახ . ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე  და საფორტეპიანო კლასის პედაგოგი.

(1991-2006 – ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი; 2006 –დღემდე –  ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი).

1992 – 2006 ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯში საფორტეპიანო განყოფილების სტუდენტებისათვის კითხულობდა სალექციო კურსებს "საფორტეპიანო ხელოვნების ისტორია“, "ფორტეპიანოზე დაკვრის მეთოდიკა“, მიყავდა საგანი „პედაგოგიური პრაქტიკა“ .

არის 70–ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი მათ შორის სამეცნიერო შრომების, სტატიების, რომლებიც გამოცემულია სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 

როგორც საფორტეპიანო კლასის პედაგოგი დაჯილდოებულია "დამსახურებული მასწავლებლის" წოდებით. მის მოსწავლეთა შორის არიან რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები.