ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ჩასაბერ საკრავთა ორკესტრი

 


ჩასაბერ საკრავთა ორკესტრი თავდაპირველად ჩამოყალიბდა კოლეჯის ბაზაზე. მას ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესორი ლეო ტყაბლაძე ჩაუდგა სათავეში. ორკესტრმა რამოდენიმეჯერ მოიპოვა ჯილდო სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობისათვის. 1997 წელს პირველ მსოფლიო საყმაწვილო დელფიადაზე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით. 2000 წელს ოთარ თაქთაქიშვილის სახ. საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა დათვალიერება-კონკურსზე მიენიჭა საპატიო დიპლომი.

ბატონ ლეო ტყაბლაძის გარდაცვალების შემდეგ, ორკესტრის ხელმძღვანელობა გააგრძელა მისმა ვაჟმა, ჩასაბერ-დასარტყამ საკრავთა განყოფილების გამგემ, ვალტორნის კლასის პედაგოგმა სერგო ტყაბლაძემ. გამოცდილი მუსიკოსი ახალი ენერგიით შეუდგა ორკესტრთან მუშაობას, განაახლა რეპერტუარი. მისი ხელმძღვანელლობით ორკესტრი რამოდენიმეჯერ გახდა რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი. მას ასევე გაუფორმებია არაერთი საღმო, სადაც თავიანთი საინტერესო და სასიამოვნო მუსიკით განუცვიფრებია მსმენელი.

ორკესტრს გამართული აქვს კონცერტები ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიაში, გოეთეს სახელობის ინსტიტუტში, ქალაქ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს მიერ წყნეთის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს ეროვნულ სამუსიკო ცენტრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა, ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში და ა.შ.