საკონცერტო ღონისძიებები, კონკურსები, ფესტივალები
18/01/2025
თბილისის სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზი
ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირას“ მიერ ჩატარებულ ფონდის სტიპენდიატების კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა:
არმენ კარაპეტინმა (6 კლ. ) და ანაჰიტ სტელმაშოვამ (11 კლ) - პედ. ნინო ქათამაძე
11/02/2025
მემორანდუმი
ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და ერევნის რომანოს მელიქიანის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ კოლეჯს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორ სასწავლებელს შორის კულტურულ-შემოქმედებით და სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას; ერთობლივი ღონისძიებების, გაცვლითი კონცერტების ჩატარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს:
ე. მიქელაძის სახ, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ბატონმა გიორგი ქორქაძემ
რ. მელიქიანის სახ. ერევნის სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის დირექტორმა ბატონმა ვარაზდატ ხაჩუმიანმა.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სოხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი აშოტ სმბტიანი, კონსული გევორგ გარიბჯიანი, ერევნის მუსიკალური კოლეჯის ხალხური საკრავების განყოფილების გამგე აშოტ პეტროსიანი და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე თინა ღვინერია.
10 -15/03/2025
Jose Porta International Piano Competition"
პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი - ქ. სარინენა, ესპანეთი
1 პრემიის ლაურეატი12-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გახდა
საფორტეპიანო განყოფილების მე-8 კლასისი მოსწავლე
თამარ კვიციანი (12 წლის), პედ. თინა ღვინერია,
ფესტივალის ფარგლებში მანვე გამართა სოლო კონცერტი,
15-16/03/ 2025
კონკურსი „ეტიუდებსა და საფორტეპიანო ანსამბლებში“
სასწავლებლისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირმა „ჰარმონიამ“ ერთობლივად ჩაატარა კონკურსი ეტიუდებსა და საფორტეპიანო ანსამბლებში.
კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მუსიკალური სკოლებიდან ჩამოსული მოსწავლეები.
სასწალებლიდან კონკურსში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გაიმარჯვა შემდეგმა მოსწავლეებმა:
გრან პრი - გიორგი მეგრელიშვილი, 8 კლ. პედ ლევან ინაშვილი
მანვე მიიღო გრან პრ- საფორტეპიანო ანსამბლში;
1 ადგილი - დაჩი ალფაიძე, 6 კლ. პედ.მზია გოგაშვილი
1 ადგილი - წერეთელი ელისო, 9 კლ. ვიოლინო, პედ. დინა ჯაიანი
1 ადგილი - კოპეშავიძე ქეთევანი, 5 კლ. პედ. ესიტაშვილი
2 ადგილი - მარიამ ქარუმიძე, 4 კლ, პედ. მზია გოგაშვილი
17/03/2025
პოსტტვ-ის ეთერში გადაცემა „პოსტალიონში“ მონაწილეობა მიიღო ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდმა, ხელმძღვანელი, ბადრი ჯიმშელეიშვილი, რომელმაც
შეასრულა სიმღერა „მშვიდობა“, რომელშიც სიტყვა მშვიდობა 33 ენაზეა გამოყენებული. ამ და სხვა ქართული ხალსური სიმღერებითა და საგალობლებით გუნდი წარსდგება ვენაში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ა. წ. ივლისში.
