მუსიკალური ფესტივალი „კრეშჩენდო“ ქალაქ ფსკოვში
2016-09-23
23 სექტემბერს რუსეთში, ფსკოვში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი „კრეშჩენდო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლდათ დენის მაცუევი. 26 სექტემბერს, ფესტივალის გალა კონცერტზე, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მონაწილეობა მიიღო ილია ლომთათიძემ, სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-7 კლასის მოსწავლემ (პედ. ნატა ნაცვლიშვილი). მან შეასრულა სენ–სანსის #2 საფორტეპიანო კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
კონცერტი გადაიცემოდა ცოცხალი ეთერით Medici TV