ავსტრიელი ჯაზ–მუსიკოსების ათანას დინოვსკის და პაულ შუბერტის კონცერტი
27 ოქტომბერს სასწავლებლის დარბაზიში გაიმართა ავსტრიელი ჯაზ–მუსიკოსების ათანას დინოვსკის და პაულ შუბერტის კონცერტი.
ღონისძიება ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის და ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავსტრიის საელჩოები თბილისსა და ბაქოში.
მუსიკოსების შესახებ:
ორივე მუსიკოსი არაერთი ავსტრიული თუ საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. მათი დუეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის მრავალ ქვეყანაში. მუსიკოსების მიზანია, იპოვონ სრულიად ახალი მუსიკალური ენა და ესთეტიკა, რასაც ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის მუსიკალურ ტრადიციებთან, ასევე ახალ მუსიკასა და ჯაზთან განსხვავებული მიდგომების გზით აღწევენ. ის, რასაც დინოვსკი და შუბერტი გვთავაზობენ, არ არის ბგერათა პოსტმოდერნისტული კოქტეილი - განსხვავებებსა და მსგავსებებს ახალგაზრდა აკორდეონისტები ახლებურად ამუშავებენ და ავითარებენ, ცალკეული ნაწილების ახლებურად შეკავშირებისა და ინტერპრეტირების შედეგად კი სრულიად ახალ, ინოვაციურ მუსიკას იღებენ.