XII საერთაშორისო კონკურსი „Art-Duo”
2016-11-24
2016 წლის 21–24 ნოემბერს ქ. პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა ახალგაზრდა მუსიკოსთა XII საერთაშორისო კონკურსი „Art-Duo” .
საქართველოდან კონკურსში მონაწილეობდა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების X კლასის მოსწავლე ნატალია არღანაშვილი (პედ. თინა ღვინერია), რომელმაც 1 ადგილი მოიპოვა.