ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

მე–6 საერთაშორისო მეგობრობის ფესტივალი ქ. ბაქოში

2016-11-27

2016 წლის 23-27 ნოემბერს ქ. ბაქოში გაიმართა ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებელთა მე–6 საერთაშორისო მეგობრობის ფესტივალი, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი ციცინო ბიჭიკაშვილი.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები. ფესტივალის კონცერტები იმართებოდა კარა კარაევის სახელობის ბაქოს ცენტრალური სამუსიკო სკოლის დარბაზში. საფესტივალო პროგრამა მოიცავდა სოლისტების, კოლექტივების, გუნდების, ხალხურ საკრავებზე ახალგაზრდა შემსრულებლების გამოსვლებს.

თბილისიდან ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ე. მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა:                               

             ანა ხუსკივაძემ  (7 კლ. პედ. მ. გეგელაშვილი)

             მარიამ დევდარიანმა ( 7 კლ. პედ. ც. თაქთაქიშვილი)

             ლიზი კაკაბაძემ (9 კლ. პედ. ნ. ნაცვლიშვილი).

ფესტივალმა  თბილ და მეგობრულ სატმოსფეროში ჩაიარა და კიდევ უფრო გაამყარა ქართველი და აზერბაიჯანელი მუსიკოსების შემოქმედებითი კავშირები.

ფესტივალი გაშუქდა აზერბაიჯანის ტელევიზიით.