
ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის კონცერტი
ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდმა, ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძრვანელობით, გამართა სოლო კონცერტი თბისი ბანკის სათავო ოფისში. კონცერტზე გუნდმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები, აგრეთვე სამი უცხოური საგუნდო სიმღერა. გარდა ამისა, კონცერტის ფარგლებში მოეწყო მიმდინარე წლის პროექტების პრეზენტაცია, სადაც ასახულია გუნდის საგასტროლო მოგზაურობები აშშ ( 2012, 2016) , ჩეხეთში, ნორვეგიაში.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი იან კელი და მისი მეუღლე ქალბატონი ფრანჩესკა კელი. აგრეთვე, მობრძანდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი - ბატონი თომაშ პერნისკი და ჩეხი ორღანისტი ბატონი მარტინ მაქსიმილიან კაიზერი.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.