ვაჟა ჩაჩავას სახ. მუსიკოს-შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსი
2017-01-31
გამოცხადდა ვაჟა ჩაჩავას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა პირველი საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსის დამფუძნებლები არიან:
- ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი;
- რუსეთის დამსახურებული არტისტი, პროფესორი ირაკლი გვენცაძე - "არტ-კორპორაცია".
კონკურსი ტარდება 2017 წლის 25-29 მარტს ორ ტურად შემდეგ კატეგორიებში:
აკადემიური ვოკალი;
ფორტეპიანო;
სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ჩელო, ალტი, კონტრაბასი);
კამერული ანსამბლი;
საესტრადო–ჯაზური სიმღერა;
პიანისტის საკონცერტმეისტრო ხელოვნება.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის დებულება ლინკზე: http://docdro.id/H2uI3yD
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი: http://docdro.id/mNGhl8D