ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

"Bach in the Subways" - ი. ს. ბახისადმი მიძღვნილი საერთაშორისო აქცია-კონცერტი

2017-03-16

18 მარტს, 14:00 საათზე აღმაშენებლის ახალ საფეხმავლო მონაკვეთზე, ე.წ. "ახალ ტიფლისში" (ფოსტასთან, მაზნიაშვილის კუთხეში), ი.ს. ბახის 332-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია-კონცერტი გაიმართება. წელს უკვე მესამე წელია რაც საქართველო უერთდება საერთაშორისო პროექტს "Bach in the Subways," რომლის ავტორიცაა ამერიკელი ჩელისტი დეილ ჰენდერსონი. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის, "ნიჭიერთა ათწლედისა" და კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად, ე. მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეებიც. მევიოლინეები: ბარბარე როინიშვილი და ეთერ დოლიძე; საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები: ბარბარე თათარაძე, ილია ლომთათიძე და ნატალია არღანაშვილი.