საერთაშორისო ფესტივალი "დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი"
2017-05-04
2017 წლის 25-30 აპრილს, ქალაქ ეკატერინბურგში, გაიმართა საერთაშორისო მუსიკალური შემოქმედებითობის ფესტივალი - "დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი" ("Земля - наш общий дом"). ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდი, რომელმაც კონკურსში დაიკავა II ადგილი და ასევე დაჯილდოვდა პრიზით - "მაყურებლის სიმპატია."