საერთაშორისო კონკურს–ფესტივალი „მომავლის ვარსკვალავები“
12 – 19 მაისს, იტალიის ქ. პეზაროში კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორები გახლდათ საქართველოს ხელოვანთა კავშირი„ხელოვანები მომავლისთვის“, კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო კომიტეტი „მომავლის ვარსკვლავები”და იტალიის ქ. პეზაროს, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემია „მომავლის ვარსკვლავები“ ( FUTURE STARS 2017).
ღონისძიება საკონკურსო პროექტის, „მომავლის ვარსკვლავების,“ მე-10 საიუბილეო წელს და მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, სიმებიანი განყოფილების, მე-5 კლასის მოსწავლე ბარბარე როინიშვილი (პედ.დ.ჯაიანი), რომელმაც მოიპოვა გრან–პრი.