ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის 200-ზე მეტი საგუნდო კოლექტივი. მათ შორის იყვნენ გუნდები ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლიდან, რომლებმაც დიდი წარმატება მოიპოვეს.
1– 2 კლასელთა გუნდმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წარმატებული დებიუტი“
(ხელმძ. მარინა მუხაშავრია, კონც. ნინო ცანავა)
უმცროსკლასელთა გუნდს გადაეცა ვერცხლის მედალი
(ხელმძ. ეკა ჩიქოვანი, კონც.ჟანა აბულაძე)
სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდმა მიიღო – ოქროს მედალი, და ასევე გახდა გამარჯვებული ნომინაციებში:
„კლასიკური მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის"
და
„a cappella“-ს საუკეთესო შესრულებისათვის"
(ხელმძ. მიხეილ ედიშერაშვილი, კონც. ირმა ლაზარაშვილი)
გალა-კონცერტი და დაჯილდოება გაიმართება 2 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.