საერთაშორისო მუსიკალური პროექტი „კამერტონი"
2017-05-24
24 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის „კამერტონის” ქართველმა წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ – გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), თინათინ კობერიძე, თამარ ტყაბლაძე (ვიოლინო), ბარბარე როინიშვილი (ვიოლინო), თათა მახარაძე, მარიამ დარჩიაშვილი (ფორტეპიანო).
პროექტ „კამერტონის“ მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი.