ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გერმანიაში
17-22 სექტემბერს ჩვენი სკოლის ახალგაზრდა მუსიკოსებმა, კირა ლელაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ტელტოს წმინდა ანდრეასის ეკლესიაში, საქველმოქმედო კონცერტები გამართეს და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს გერმანელ მსმენელზე. შესრულდა მოცარტის, ვებერის, შუბერტის, შოპენისა და აზარაშვილის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ კონცერტს ესწრებოდა ქალაქის მერი ტომას შმიდტი. კონცერტი ჩაიწერა ერთ-ერთმა რადიოსადგურმა, კონცერტის ტრანსლირების მიზნით.
კონცერტში მონაწილებდნენ:
თინათინ კობერიძე/თამარ ტყაბლაძე, ვიოლინო;
თათა მახარაძე/მარიამ დარჩიაშვილი, ფორტეპიანო;
გიორგი ოიკაშვილი, კლარნეტი.