ოფიციალური მიღება ჩეხეთის საელჩოში
2017-09-30
28 სექტემბერს საქართველოში ჩეხეთის საელჩოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით ჩეხეთის ელჩის ბატონი თომაშ პერნიცკის მოწვევით გახსნა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდმა (ხელმძღვანელი-ბადრი ჯიმშელეიშვილი). საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად მიღებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.