"საფორტეპიანო მუსიკა მარცხენა ხელისათვის, ისტორია, თეორია, შემსრულებლობა"
დეკემბერში გამოვიდა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თინა ღვინერიას მონოგრაფია - "საფორტეპიანო მუსიკა მარცხენა ხელისათვის, ისტორია, თეორია, შემსრულებლობა."
წიგნი ეხება საფორტეპიანო მუსიკის ერთერთ ყველაზე შეუსწავლელ საკითხს. მასში განხილულია მარცხენა ხელის საფორტეპიანო ნაწარმოებების ისტორიული წარმოშობის მიზეზები და მოტივები, ნაწარმოებების ფაქტურული აგებულების სპეციფიკა და საშემსრულებლო თავისებურებები. ასევე განხილულია მარჯვენა და მარცხენა ხელის მოტორული თავისებურებები თავის ტვინის ფუნქიონალური ასიმეტრიის ჭრილში. ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები ავლენენ მარცხენა ხელის განსაკუთრებულ "მუსიკალურ მონაცემებს", რაც დასტურდება 1000-ზე მეტი ნაწარმოებებისაგან შემდგარი რეპერტუარით, რომელშიც შედის საფორტეპიანო მუსიკის ყველა ჟანრის ნაწარმოები:პოლიფონიური პიესები, სონატები, ვარიაციები, ეტიუდები, პიესები, კონცერტები და კამერულ-ინსტრუმენტალური ნაწარმოებები მარცხენა ხელის საფორტეპიანო პარტიით.