ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ხალხური სიმღერების გუნდის წარმატება აშშ-ში

2018-07-25

 


ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდმა წარმატებით დაასრულა ტური ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- მონაწილეობა მიიღო დენვერში (კოლორადო) გამართულ ფესტივალში - "sing a mile high". გაიმართა სოლო კონცერტი ქალაქ ლიტლიტონშიც;
- ფინიქსში (არიზონა) ჩაატარა ორი სოლო კონცერტი, რომელთაგან ერთ-ერთი გაიმართა არიზონას უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში, გუნდის წევრებმა ხალხური სიმღერების გარდა ქართული ანბანიც წარუდგინეს მსმენელს;
- ფინიქსის შემდეგ გუნდი გაემგზავრა კალიფორნიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო სან-ფრანცისკოს ყური არეალში გამართულ "Golden Gate International Children and Youth Choral Festival"-ში. ფესტივალის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა კონკურსი, სადაც ჩვენი მოსწავლეები კვლავ წარმატებით წარსდგნენ მსმენელის და ჟიურის წინაშე, დააგროვეს 100-დან 93.6 ქულა (ოქრო) და მიიღეს ოქროს მეორე ადგილი;
გარდა ფესტივალისა, გაიმართა შეხვედრა სან-ფრანცისკოელ ქართველებთან. 
- სან-ფრანცისკოს შემდგომ, გუნდმა სოლო კონცერტი ჩაატარა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქალაქ უალალაში;
- ტურის დასასრულს, გუნდი შეხვდა ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ქართველებს. გუნდმა მათთვის ჩაატარა სოლო კონცერტი და რამოდენიმე წუთით დააბრუნა ემიგრანტები სამშობლოში.

ფესტივალების განმავლობაში, გუნდის წევრებმა დააგროვეს უდიდესი გამოცდილება. მათ მიიღს გაკვეთილები მსოფლიოში განთქმული დირიჟორებისაგან და იმღერეს უცხოური საგუნდო სიმღერები სხვა გუნდებთან ერთად.

სასწავლებელი მადლობას უხდის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გუნდის ხელმძღვანელს - ბადრი ჯიმშელეიშვილს, აღნიშნული ფესტივალების ორგანიზატორებს და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გაწეული დახმარებისთვისა და თანადგომისთვის.