
ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი "MISA Grand Prix"
2018-07-30
25-29 ივლისს, ბათუმში, ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი "MISA Grand Prix" გაიმართა. კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-9 კლასის მოსწავლემ, თათა კვანტალიანმა, პედაგოგი - თინა ღვინერია. სპეციალური პრიზი - სოლო კონცერტი ბავარიის ფესტივალზე (გერმანია), ასევე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის მე-14 საფორტეპიანო კონცერტის შესრულება.