ილია ლომთათიძისა და ბარბარე თათარაძის წარმატება ბათუმში
2018-09-18
სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა, ილია ლომთათიძემ და ბარბარე თათარაძემ, მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გამართულ ბათუმის მუსიკალურ ფესტივალში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. ილიამ და ბარბარემ კვლავ აღაფრთოვანეს თავიანთი გამოსვლებით მსმენელი.
ფესტივალი 2-12 სექტემბრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მოწვეული იყვნენ უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები.