ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

გამოცხადდა თემურ ახობაძის სახ. პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსი

2018-10-03

   თემურ ახობაძის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და კონსერვატორიის მცირე დარბაზში 22-24 ნოემბერს. 

კონკურსი მოიცავს ორ ტურსა და გალა კონცერტს:

22– 24 ნოემბერი, 2018

1 ტური ––22 /11/18

2 ტური – 23/11 18

დაჯილდოება და გალა კონცერტი – 24/11 18

 

პ რ ო გ რ ა მ ა

 

I   კატეგორია   (II-IV კლასები ) –  ერთ ტურად

I  ტური (7-10   წუთი)

1. ორი ან მეტი განსხვავებული ხასიათის პიესა.

 

II   კატეგორია   (V -VII  კლასები )

I  ტური

 

1.ბახი - 3 ხმიანი  ინვენცია  ან   პრელუდია და ფუგა „კტკ.“ – დან 

2. კლასიკოსი  კომპოზიტორის ნაწარმოები( სონატური ალეგრო,  ან ვარიაციები)

 

II   ტური 

1.ეტიუდი - ჩერნი   თხზ. № 740  ან  მაშკოვსკი   თხზ. № 72

2. პიესა - (თავისუფალი არჩევანი)

3.ქართველი  კომპოზიტორის  ნაწარმოები.

 

III   კატეგორია      (VIII – XII   კლასები)

I  ტური

1. ბახი - კ.ტ.კ. ,  2 ან 3 ნაწ  ფრანგული ან ინგლისური  სუიტიდან,  პარტიტიდან ან ტოკატა.

2. სონატის  I ნაწილი -  (ჰაიდნი,   მოცარტი  ან ბეთჰოვენი )
3. პიესა  -     (თავისუფალი  არჩევანი)

II   ტური

1. ვირტუოზული  ეტიუდი - (შოპენი , ლისტი,  რახმანინოვი, სკრიაბინი)

2. ქართველი  კომპოზიტორის  ნაწარმოები. ( თავისუფალი  არჩევანი)

3. ერთი ან რამოდენიმე საკონცერტო ხასიათის პიესა.

განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:  https://docdro.id/B55W5Qk