თამარ ტყაბლაძე და ბარბარე თათარაძე მოსკოვში
1-დან 7 ოქტომბრამდე ქალაქ მოსკოვში გაიმართა საიუბილეო რიგით მე-15 საერთაშორისო ფესტივალი "მოსკოვი ხვდება მეგობრებს", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ ვლადიმერ სპივაკოვი. წინასწარი შერჩევის გზით ფესტივალში მინაწილეობა მიიღო თამარ ტყაბლაძემ, სასწავლებლის სიმებიანი განყოფილების მოსწავლემ ვიოლინოს მიმართულებით (პედაგოგი დინა ჯაიანი) და ბარბარე თათარაძემ, სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ (პედაგოგი ნატა ნაცვლიშვილი).
წარმატებული გამოსვლებისათვის თამარი და ბარბარე დაჯილდოვნდნენ მედლებითა და სერთიფიკატებით, ხოლო პედაგოგები - შესაბამისი სიგელებით.