სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდის ღონისძიება თიბისი გალერეაში
5 მარტს თიბისი გალერეაში სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდის 2018 წლის აშშ-ს ტურის პრეზენტაცია და ხალხური მუსიკის კონცერტი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ფრაგმენტებს დენვერის ფესტივალის - "Sing a Mile High" და სან-ფრანცისკოს ფესტივალის "Golden Gate" გალა კონცერტებიდან. აგრეთვე, წარმოდგენილი იყო ვიდეო-კოლაჟი, რომელიც დეტალურად ასახავდა გუნდის მოგზაურობას ნიუ-იორკში, კოლორადოში, არიზონასა და კალიფორნიაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი აშშ-ს საელჩოდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული, ყატარის ავიახაზების წარმომადგენელი და სასწავლებლის ადმინისტრაცია. საღამოს უძღვებოდა ტელევიზია "ერთსულოვნების" წამყვანი - თამარ თაგვაძე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებით 4 მარტს გადაცემაში "ნაშუადღევს" მოეწყო გუნდის გენერალური რეპეტიციის პირდაპირი ჩართვა "თიბისი გალერეიდან".