სპეციალური კონცერტი შშმ ბავშვებისათვის
2019-03-08
7 მარტს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა უმასპინძლა აუტიზმით დაავადებულ შშმ ბავშვებს და მათთვის სპეციალურად გამართა კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის საფორტეპიანო და სიმებიანი განყოფილების მოსწავლეებმა.
კონცერტის შემდეგ სასწავლებლის მოსწავლეებმა საჩუქრები გადასცეს მათთან სტუმრად მოსულ თანატოლებს.