სასწავლებლის ხალხური მუსიკის გუნდი მინსკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე
27 მაისს, მინსკში, საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური მუსიკის გუნდისა და დაროს მიერ შესრულდა, რის შემდეგაც მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დვორნიკმა. საღამოზე, გუნდის მიერ გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობაც, რამაც მსმენელი უდიდესი ემოცია და აღტაცება გამოიწვია. მიღებაზე ასევე წარსდგა მაია ბარათაშვილი და ქორეოგრაფიული ანსამბლი "მზიური საქართველო".
წყარო: საქართველოს საელჩო ბელარუსში.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს: https://www.facebook.com/minsk.emb/