ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ხალხური სიმღერების გუნდი ბელარუსსა და პოლონეთში

2019-06-01

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდი 2019 წლის 16 მაისიდან 29 მაისამდე იმყოფებოდა ბელარუსსა და პოლონეთში: 16-21 მაისს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში - “პაპარაც კვეტკა“, მინსკში, სადაც დაჯილდოვდა „ფესტივალის მარგალიტის წოდებით“, გუნდის ხელმძღვანელმა ბადრი ჯიმშელეიშვილმა კი საუკეთესო დირიჟორის ნომინაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ გუნდის გამოსვლებს ესწრებოდნენ ბელარუსში საქართველოს ელჩი, ბატონი ვალერი კვარაცხელია, ბელარუსში ჩეხეთის ელჩი, ბატონი თომაშ პერნიცკი (იგი იყო საქართველოში ჩეხეთის ელჩი 2014-2018 წლებში, არის ჩვენი გუნდის აქტიური მხარდამჭერი) და ადგილობრივი ქართველები. მინსკში ყოფნისას შეხვედრები გაიმართა გუნდის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან. მათ შორის აღსანიშნავია ვიზიტი საქართველოსა და ჩეხეთის საელჩოებში. 22-26 მაისს გუნდი იმყოფებოდა პოლონეთში - ერთი დღით ვარშავაში, ხოლო შემდეგ ქალაქ სოპოტსა და გდანსკში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში - „მუნდუს კანტატ“. ფესტივალის ფარგლებში გუნდმა გამართა სოლო კონცერტები, მათ შორის კონცერტი შშმ ბავშვებისათვის. კონკურსის ფარგლებში ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კატეგორიაში გუნდმა მოიპოვა ვერცხლის სერთიფიკატები. გარდა ამისა, დაჯილდოვდა სპეციალური ფულადი პრიზით (1000 ზლოტი) ეროვნული კულტურის პოპულარიზაციისათვის. 27 მაისს გუნდი დაბრუნდა მინსკში, სადაც საქართველოსა და ბელარუსის ჰიმნებით დაროსთან ერთად გახსნა საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მიღებაზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერებიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცნობილი ქართველი ჯაზმომღერლის, მაია ბარათაშვილის, კონცერტი. ასევე, მიღებაზე მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართველებისგან შემდგარი ქორეოგრაფიული ანსამბლი - „მზიური საქართველო“. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/EMCMS/photos/?tab=album&album_id=2174705959308635